რატი იონათამიშვილი – ევროკავშირის მიერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის როლის შექმნაზე: ეს გვიჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ ორმაგ სტანდარტს, რომელმაც მოიცვა მთლიანად ევრობიუროკრატია

“ეს გვიჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ ორმაგ სტანდარტს, რომელმაც მოიცვა მთლიანად ევრობიუროკრატია,” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ევროკავშირის მიერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის სპეციალური წარმომადგენლის როლის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.

“როგორც ჩანს, ევრობიუროკრატების პოლიტიკურ ეჭვიანობასთან გვაქვს საქმე და ისინი ტრამპის მხრიდან დიპლომატიური არხებით გარკვეულ პროგრესს ამ მოლაპარაკებაში პირდაპირ საფრთხედ აღიქვამენ. აქ კიდევ უფრო მძიმედ ჩანს ის კრიზისი, რომელიც დღეს ევრობიუროკრატიის დიპლომატიაში არსებობს, ვინაიდან მათ ფაქტობრივად ყველა მათი უწინდელი პოზიცია, განცხადება, თუ რიტორიკა უკვე დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ და ძირი გამოუთხარეს იმ პოზიციებს, რომლებიც მათ აქამდე გააჩნდათ. ეს გვიჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ ორმაგ სტანდარტს, რომელმაც მოიცვა მთლიანად ევრობიუროკრატია დღეს, რაც ძალიან მძიმეა თვითონ ევროკავშირისთვის“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები