ნინო წილოსანი: რა უცნაურად ესმის ევროკავშირის საელჩოს ჩვენი დროშის დღე – დროშა, როგორც არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლო (?) – იგივეს გისურვებთ, მეგობრებო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ვიდეოს აფასებს, რომელშიც გამოყენებულია კადრები აქციებიდან.

წილოსანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საელჩოს უცნაურად ესმის ეს დღე და დროშას არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლოდ წარმოაჩენს.

“რა უცნაურად ესმის ევროკავშირის საელჩოს ჩვენი დროშის დღე – დროშა, როგორც არეულობის და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლო (?)

იგივეს გისურვებთ მეგობრებო,” – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/share/17rWMpqW2t/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები