გიორგი ვოლსკი – ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეოზე: ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი დაპირისპირების წასახალისებლად

“ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი დაპირისპირების წასახალისებლად,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის საელჩოს მიერ საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამას კიდევ თავისი განსაკუთრებული მიზანი აქვს, საქართველო საზარბაზნე ხორცად უნდა იქცეს.

„ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ წახალისდეს დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც მათთვის სასარგებლო მარიონეტული ხელისუფლების მოყვანაზეა ორიენტირებული. ამას კიდევ თავისი განსაკუთრებული მიზანი აქვს, საქართველო საზარბაზნე ხორცად უნდა იქცეს. ევროკავშირის წარმომადგენლობა დღეს მოქმედებს როგორც კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მქონე გაერთიანება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საელჩო საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გამოყენებულია კადრები აქციებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები