ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში მშენებარე სასტუმრო დაათვალიერა

ივნისის ბოლოს ბათუმში, „რედიქსის“ ჯგუფის ახალი აპარტოტელი ,,ლე პორტი“ გაიხსნება. მშენებარე სასტუმრო დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერეს. მათ მეგზურობას „რედიქს“ ჯგუფის დამფუძნებელი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი უწევდა.
ევროპული სტანდარტების აპარტოტელის მშენებლობაში 10 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მშენებლობის დასრულების შემდეგ „ლე პორტში“ 50 ადამიანი დასაქმდება. ძველ ბათუმში, ნავსადგურის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული აპარტოტელი 45 ბინას მოიცავს, რომელთაგან 2 ერთოთახიანი, 34 ოროთახიანი და 7 სამოთახიანი საცხოვრებელი ფართობია. აპარტოტელის ბოლო სართული ფეშენებელურ, ტერასებიან 2 ხუთოთახიან ბინას ეთმობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები