ირაკლი ჩიქოვანი “ნაცმოძრაობის” ბრალდებაზე: გაასაჯაროვონ და გპირდებით, რომ ადამიანი, რომელიც ვინმეს რამეზე აიძულებს, ნამდვილად იქნება დასჯილი

გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას, რომ „ქართული ოცნება“ ზოგიერთი მედიასაშუალებისა და სპეცსამსახურების გამოყენებით, მოქალაქეთა ნაწილის დაშინებას ცდილობს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბში პასუხობენ.

შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმაზე საუბრობენ, რაც რეალურად არ ყოფილა.

მისი თქმით, ედემ თოდუა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ ლევან ბეჟაშვილთან ერთად იმყოფებოდა ბრიფინგზე, რეალურად, არ ადასტურებს, რომ მასზე რაიმე სახის ზეწოლა იყო.

„თუ ბატონ ედემს და ნებისმიერ ადამიანს, ლევან ბეჟაშვილით დაწყებული, ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსით დამთავრებული აქვს ასეთი ინფორმაცია, შეუძლიათ მიმართონ სამართალდამცავებს. გამოაქვეყნონ, გაასაჯაროვონ და გპირდებით, რომ ადამიანი, რომელიც ვინმეს რამეზე აიძულებს, ნამდვილად იქნება დასჯილი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები