პრემიერმინისტრი შავლეგო ტაბატაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე შავლეგო ტაბატაძეს იმერეთის რეგიონის გუბერნატორის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.
როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს შავლეგო ტაბატაძის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ის არის გუნდის გამორჩეული წევრი და საკუთარ პროფესიას უბრუნდება.
„მოგეხსენებათ, შავლეგო ტაბატაძე არის გენერალი, სამხედრო და თვითონვე ჰქონდა თხოვნა, რომ თავის პროფესიას დაბრუნებოდა. მინდა, შავლეგოს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მუშაობისთვის, რომლის გაწევაც მან ამ პოსტზე ყოფნისას შეძლო. იმერეთში, ფაქტობრივად, ყველა მუნიციპალიტეტში მომისმენია უკუკავშირი მისი საქმიანობის შესახებ და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. ის არის გამორჩეული სამხედრო და თავის პროფესიას დაუბრუნდა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები