შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა. საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, შავლეგო ტაბატაძეს სურვილი ჰქონდა, სამხედრო საქმეს დაბრუნებოდა.
მისი თქმით, მან ეს თხოვნა დააკმაყოფილა.
„შავლეგო არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში. ის არის გენერალი, სამხედრო და თვითონვე ჰქონდა თხოვნა, რომ დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მინდა, გადავუხადო მადლობა ამ პოსტზე გაწეული მუშაობისთვის. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული სამხედრო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები