ვახტანგ გომელაური: სუს-მა მაღალი თანამდებობის არაერთი პირი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელე დააკავა

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაღალი თანამდებობის არაერთი პირი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელე დააკავა, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის 30 საქმეზე პასუხისგებაში 133 პირი მისცა“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ კორუფცია ქვეყნის განვითარებასა და სახელმწიფოსადმი ნდობას ფუნდამენტურად აზიანებს.
„გასული წლების მსგავსად, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. კორუფცია, მრავალი მიმართულებით, ფუნდამენტურად აზიანებს ქვეყნის განვითარებას, სახელმწიფოსადმი ნდობას, ასუსტებს დემოკრატიას და მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
სამოხელეო და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაღალი თანამდებობის არაერთი პირი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელე დააკავა. საქართველოს ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წელს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 71 საქმეზე. საანგარიშო პერიოდში, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 133 პირი სისხლის სამართლის 30 საქმეზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები