ვახტანგ გომელაური: 2018 წელს სუს-ის საქმიანობა მიმართული იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ (ვიდეო)

“2018 წელს უსაფრთხოებისთვის ძირითად გამოწვევას წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები და დაპირისპირების ახალი კერების წარმოქმნის საფრთხე”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სუს-ის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას ხელს უწყობდნენ არადემოკრატიული რეჟიმები, მათ მიერ მართული ინტერესთა ჯგუფები და ტერორისტული ორგანიზაციები.
“საქართველოში არსებული უსაფრთხოების ვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, რეგიონალური უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა მიმართული იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები