​გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, “ქართული ოცნების “ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა, პარტიაში უარყოფენ (ვიდეო)

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსი, პაატა ლაგვილავა უარყოფს.
“ტყუილი გამიგია, მაგრამ ასეთი არაფერი. გადამოწმება შეიძლება მარტივად, სანამ რამეს დაწერთ. მეხი არაფერს დასცემია. “ნაცების” ოფისთან ბოძს ჰქონდა მოკლე ჩართვა, მოქალაქემ დარეკა 112 – ში, მოსულია “ენერგო პრო” და მუშაობენ. მეტი თვალსაჩინოებისთვის ნახეთ ვიდეო”, – წერს ლაგვილავა და ვიდეოს აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები