გიორგი გახარია ეკა ბესელიას: უახლოეს პერიოდში პირველწყაროს ვიპოვით

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველწყაროს ვიპოვით“, – ასე უპასუხა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება.
ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ ყველაფერი შედარებითია და არ შეესაბამება სიმართლეს, რომ დაცულები არ ვართ.
„ჩვენი მოქალაქეებისა და მათი საიდუმლოების კუთხით დაცულები ვართ თუ არა – ეს ეკა ბესელიას კითხვა იყო. შედარებითია ყველაფერი, ქალბატონო ეკა. უპასუხისმგებლობა იქნება ახლა ჩემი მხრიდან იმ განცხადების გაკეთება, რომ სრულად დაცულები ვართ. არ შეესაბამება სიმართლეს ისიც, რომ ვთქვათ, დაცულები არ ვართ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სუსტად ვართ, ბევრი გვაქვს სამუშაო საერთაშორისო პარტნიორობის ნაწილშიც. მე სპეციალურად არ გავაკეთე ახლა კონკრეტული დაპირებები, თუმცა ის, რაც ჩვენ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით (რაც ყველაზე აქტუალური იყო(, დაპირებები გავეცით, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენ ამ პირველწყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო“,- განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები