ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიცია არავის არ მისცემს იმის უფლებას, რომ ჩვენი ხალხის სიმშვიდე დაარღვიოს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ბათუმის ბულვარში შეკრებილებმა სამსახურებრივი მოვალეობის შერულებისას დაღუპულ პოლიციელებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. პრემიერ-მინისტრმა თითოეულ პოლიციელს მათი საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის და მთელი საზოგადოება საქართველოს პოლიციას იმედის თავით შეჰყურებს, რადგან ისინი ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ.
„მე თითოეული თქვენგანის მადლიერი ვარ, რადგან თქვენი წრამატებული საქმიანობა განაპირობებს თქვენი მინისტრის წარმატებულ საქმიანობას. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენ ემსახურებით თქვენს საქმეს და ქვეყანას. განასაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნავ მინისტრის, ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობას. ლექსო ნამდვილი პოლიციელია. ის არის ღირსული ადმიანი, რომელიც ღირსეული პოლიციელის ოჯახში აღიზარდა. ეს არის ადამაინი, რომელიც არასოდეს არ გიღალატებს. მე ვიცი, რომ თქვენ ყველას გაქვთ თქვენი მინისტრის იმედი. მე და მთელი საზოგადოება იმედის თვალით შემოგყურებთ. დღეს ურთულეს და, ამავე დროს, საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურებით. თქვენ იცავთ თითოეული ადამინის სიცოცხლეს და უსაფრთხობების სადარაჯოზე ხართ. თქვენ ძალიან ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად გიწევთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. სწორედ ამიტომ არის საპატიო და დასაფასებელი პოლიციელის საქმე. დღეს მინდა გავიხსენო და პატივი მივაგო ჩვენს გმირ პოლიციელებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შერულებისს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვას შეეწირნენ“, – განაცხადა ირაკლი ღრიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, დღეს, ქართული პოლიცია არც ერთი პოლიტიკური ძალის სამსახურში აღარ დგას, მთლიანად დეპოლიტიზებულია და ხალხსა და ქვეყანას ემსახურება. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისმა მთავრობამ ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრა პოლიციის ძალადობა საკუთარ ხალხზე.
“დამთავრდა ის დრო, როცა პოლიციელის დანახვაც კი შიშის ზარს სცემდა და შეურაცხყოფის მოლოდინს უჩენდა მოქალაქეს. დღეს მოქალაქისთვის სახელმწიფო და პოლიცია გახდა იმედი და მისი უსაფრთხოების დაცვის გარანტი. მაგრამ, ამავე დროს, მინდა ყველამ იცოდეს, – ვინც კანონს დაარღვევს და დანაშაულს ჩაიდენს, – ყველა დაისჯება უმკაცრესად! აი, სწორედ აქ უნდა ჩანდეს პოლიციელების პროფესიონალიზმი – ისე უნდა აღკვეთო დანაშაული და ებრძოლო დამნაშავეობას, რომ არ დათრგუნო ხალხი, არ შეულახო ღირსება შენს მოქალაქეებს. ჩვენი მიზანია, მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას ეკადრება, და ასე დავამყაროთ წესრიგი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს ჩვენ გვყავს პოლიცია, რომელიც მოქმედებს დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით.
“მიუხედავად ამისა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, კიდევ უფრო გაიზარდოს და გაღრმავდეს ნდობა პოლიციასა და საზოგადოებას შორის, რადგან ჩვენ – ყველას საერთო მიზანი გვაერთიანებს – სახელმწიფოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების დაცვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიცია არავის არ მისცემს იმის უფლებას, რომ დაარღვიოს ჩვენი ხალხის სიმშვიდე. ჩვენი მთავრობა ზრუნავს იმისათვის, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა. უკვე აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა პოლიციის, მათ შორის, საპატრულო პოლიციის ახალი შენობები ბოლო ორი წლის განმავლობაში; საპატრულო პოლიცია აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. ჩვენ მთავარი ამოცანაა, ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მინდა, გჯეროდეთ, რომ პირადად მე, როგორც მთავრობის მეთაური, როგორც თქვენი მეგობარი, ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ! იცოდეთ, რომ თითოეულ თქვენგანს ხალხის და ქვეყნის სამსახური აუცილებად დაუფასდება! კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყველა თქვენგანს ვუსურვებ მშვიდობასა და წარმატებებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. მინდა გისურვოთ, რომ ყოველთვის ღირსეულად ატარებდეთ პოლიციელის საპატიო სახელს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები