ბესელია გახარიას: ჩვენი მოქალაქეები მათი პირადი და ოჯახის საიდუმლოების კუთხით დაცულები არიან თუ არა?

“ჩვენი მოქალაქეები მათი პირადი და ოჯახის საიდუმლოების კუთხით დაცულები არიან თუ არა?”, – აღნიშნული კითხვით შს მინისტრს ეკა ბესელიამ პარლამენტში მიმართა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება უკვე სამი თვეა, მიმდინარეობს, არ არსებობს კითხვაზე პასუხები, თუ ვინ დგას ამ ყველაფერის უკან.
„ამ სამი თვის თავზე მთავარ კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოძიებას – ვინ დაგეგმა და რა მიზნით. თუმცა რაღაცები უკვე შეიძლება, მე მგონი, სახელდებული იყოს. მე სხვა რამ მინდ,ა გკითხოთ თქვენ, რადგან საჯაროდაც მოგმართეთ – ჩვენი მოქალაქეები მათი პირადი და ოჯახის საიდუმლოების კუთხით დაცულები არიან თუ არა?“,  – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები