ავიაიერიშის შედეგად, ავღანეთში 40-ზე მეტი “თალიბი” დაიღუპა

ავიაიერიშის შედეგად, ავღანეთის აღმოსავლეთით, ღაზნის პროვინციაში 42 “თალიბის” ლიკვიდირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროვინციის გუბერნატორი, არეფ ნური ავრცელებს.
“ავღანეთისა და უცხოური კოალიციების ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შედეგად, მოძრაობა “თალიბანის” 42 მებრძოლის, მათ შორის 3 ადგილობრივი კომანდორის ლიკვიდირება მოხერხდა”, – ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები