“ჩავატარეთ 10 საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის – 10 “კანონიერი ქურდი”

„ჩავატარეთ 10 საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის – ქართული წარმომავლობის 10 “კანონიერი ქურდი“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ნაწილში სამინისტროს მიღწევებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ღონისძიება საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა.
„საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში მინდა, მოგახსენოთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აფართოებს პოლიციის ატაშეების ქსელს. წელს ჩვენ დაგვემატა რამდენიმე ქვეყანა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩაატარა 10 საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის – 10 “კანონიერი ქურდი” – ქართული წარმომავლობისა. ეს გახლდათ 21 ღონისძიება ჩატარებული, საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში, „მინისტრის საათის” ფორმატში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დეპუტატებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები