ბრიტანეთში საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობა გამოცხადდა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ოპოზიციური “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, ჯერემი კორბინის შეთავაზება დაამტკიცა და საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობა გამოაცხადა.
ინიციატივის ავტორის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მსოფლიოში პირველია, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. აღნიშნული შეთავაზება მოიცავს მოწოდებას, დავიცვათ გარემო მომავალი თაობებისთვის. გადაწყვეტილება არ ავალდებულებს კონკრეტული ზომების მიღებას, მას მხარი პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა.