ელექტროენერგია თითქმის ყველა აბონენტს მიეწოდება
საქართველოს თითქმის ყველა მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, “ენგურჰესზე” მომხდარი ავარიის გამო, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს.
ამ დროისთვის კი “ენგურჰესზე” პრობლემა აღმოფხვრილია და დენი თითქმის ყველა მომხმარებელს მიეწოდება. “ენგურჰესზე” მომხდარი ავარიის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა თბილისის უბნების ნაწილს, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციას, თბილისის მერიას და სხვა დაწესებულებებს, გათიშული იყო მეტროს საბურთლოს ხაზიც.