კათოლიკე მღვდლები რომის პაპის ერეტიკოსად გამოცხადებას ითხოვენ
19 კათოლიკე მღვდელი ეპისკოპოსებს მოუწოდებს, რომის პაპი ფრანსისი ერეტიკოსად გამოაცხადონ.
“ჩვენ აღნიშნულ ზომას ვიყენებთ, როგორც ბოლო შესაძლებლობას, რათა მოვახდინოთ რეაგირება დაგროვილ ნეგატივზე, რომელიც გამოიწვია მამა ფრანსისის სიტყვებმა ან ქმედებებმა რამოდენიმე წლის განმავლობაში, რამაც კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთ ცუდ კრიზისამდე მიგვიყვანა”, – განაცხადეს მღვდლებმა ღია წერილში.
ისინი ფრანსისს პოზიციების შერბილებასა და სხვადასხვა საკითხში ადანაშაულებენ, კერძოდ, რომ ის არასაკმარისად ღიად გამოდის აბორტების წინააღმდეგ, ზედმეტად კეთილგანწყობილია ჰომოსექსუალების მიმართ და, ასევე, პროტესტანტებისა და მუსულმანების მიმართ.
“ამიტომ, ჩვენ გთხოვთ ეპისკოპოსებს, რომ სასწრაფოდ განიხილონ მამა ფრანსისის საზოგადოებრივი მოვალეობები”, – განაცხადეს მღვდლებმა.
ვატიკანში მღვდლების მიმართვაზე კომენტარი, ჯერჯერობით, არავის გაუკეთებია.