რუსლან აბაშიძემ ვახტანგ ყოლბაია შეცვალა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძე დაინიშნა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი რუსლან აბაშიძეს დაუჭირა.
რუსლან აბაშიძის განცხადებით, იგი უახლოეს დღეებში სამოქმედო გეგმას წარადგენს და საკუთარი კაბინეტის დაკომპლექტებას შეუდგება.
შეგახსენებთ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ გადადგომის შესახებ განცხადებით აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ოფიციალურად მიმართა.
რუსლან აბაშიძე ამ დრომდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.