შეტაკებაში გადაზრდილი დემონსტრაცია პარიზში – დაკავებულია 160-ზე მეტი ადამიანი, არიან დაშავებულები (ფოტოკოლაჟი)

პარიზში საპირველმაისო დემონტრაცია სამართალდამცავებსა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვების სროლა დაუწყეს, ასევე, ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი აირი გამოიყენა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის პარიზში 165 დემონსტრანტია დაკავებული. გარდა ამისა, არიან დაშავებულებიც; კერძოდ კი, კადრებში მოხვდა თავშეხვეული, დასისხლიანებული მამაკაცი, რომელიც მედიკოსებს გამოჰყავდათ. მედიის ინფორმაციით, არეულობას პროვოცირება შავებში ჩაცმულმა რადიკალებმა გაუწიეს. ისინი შეუერთდნენ “ყვითელი ჟილეტების” ჯგუფს, რომელიც ქუჩაში მშვიდობიანად გადაადგილდებოდა და პოლიციის პროვოცირება დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები