ინდოეთში სამხედრო სატვირთო მანქანა ააფეთქეს – დაღუპულია 15 ადამიანი

ინდოეთის შტატ მახარაშტრაში დღეს, პირველ მაისს ასაფეთქებელ მოწყობილობაზე სამხედრო სატვირთო მანქანა აფეთქდა, სადაც სამხედროები იმყოფებოდნენ.
დაღუპულია, სულ მცირე, 15 პირი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი The Times of India ავრცელებს.
მათი ცნობით, აფეთქებას ორგანიზება მაოისტებმა (გაერთიანებული კომუნისტური პარტიის წევრები) გაუწიეს. ინციდენტი გადჩიროლის რაიონში მოხდა, სადაც აქტიურად მოქმედებს აღნიშნული დაჯგუფება. ამავე რაიონში გუშინ მაოისტებმა რამოდენიმე ავტომობილი და საგზაო ტექნიკა ააფეთქეს, რაც იმ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც იქ გზას აგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები