დახურული მაღაზიები, ცარიელი ქუჩები, ფანჯრებზე აკრული ფიცრები – რა ვითარებაა პარიზში (ვიდეო)

მაღაზიების ვიტრინები ცეცხლგაუმტარი ფირფიტებით არის დაფარული, დახურულია კაფეებისა და რესტორნების ტერასები.
პარკირებიდან ევაკუირებულია ავტომობილები. პარიზი პირველ მაისს განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით ხვდება. არეულობის თავიდან არიდების მიზნით, პარიზის საფრანგეთის ხელისუფლებამ 8 მილიონამდე სამართალდამცავი გამოიყვანა.
“პირველი მაისი შრომის დღეა. ძალადობას არ აქვს ადგილი. მე ვისურვებდი, რომ პროფკავშირებს – ყველას, ვინ გულწრფელ შინაარსს უდებს, ხოლო მე არ ვაძლევ მათ შეფასებას და არ განვიკითხავ ამის გამო – უნდა ჰქონდეთ აზრის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ვინც ქაოსის დამკვიდრებას ცდილობს, გაფრთხილებული იყოს, დაკავებული, დაპატიმრებული და პასუხისგებაში მიცემული”,- განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფერ კასტანერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები