პარიზში აქციაზე სამართალდამცველებმა 14 ადამიანი დააკავეს

სამართალდამცავებმა საფრანგეთში, პარიზში, დემონსტრაციის დაწყებამდე 14 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი BFMTV იუწყება.
მათი ცნობით, პოლიციამ 11 ადამიანი პარიზში, მეთოთხმეტე რაიონში დააკავა, ესპანეთის სამი მოქალაქე კი – მეათე რაიონში. დაკავებისას მათ აღმოაჩნდათ რამდენიმე ჩაქუჩი, სახრახნისი, დანა, შურდული, გაზის სამი ბალონი და ბენზინის ორი ავზი.
გასულ წელს პარიზში პირველი მაისის დემონსტრაციაში 140 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილება, მათ შორის – პროფკავშირის წევრებმა. პირველ მაისს პარიზში შრომის დღე აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები