აშშ ითხოვს, მადურომ ვენესუელა დატოვოს

ამერიკა მოითხოვს, რომ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ რესპუბლიკის ტერიტორია დატოვოს.
ამის შესახებ ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
მას კითხვა დაუსვეს, თუ რა შეტყობინებას გაუგზავნიდა ახლა ის მადუროს.
“დაქოქეთ თვითმფრინავი”, – განაცხადა პომპეომ. მან რამდენიმეჯერ გაიმეროა, რომ დროა, ვენესუელის პრეზიდენტმა დატოვოს ქვეყანა.
“დადგა დრო, რომ მან ვენესუელა დატოვოს. მათთვის, ის, ვინც მზად არის, მხარი დაუჭიროს დემოკრატიასა და თავისუფლებას, უნდა მოემზადოს გარდამავალი პერიოდისთვის და დაიწყოს ურთიერთობა რეგიონის ყველა ქვეყანასთან”, – განაცხადა პომპეომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები