ტრეფიკინგში ბრალდებულის ქმარი გარანტიებს ითხოვს, რომ დე ფაქტო აფხაზეთიდან წამოსვლის შემთხვევაში არ დააკავებენ
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის მეუღლე იური სუსლიაკი მზადაა, დნმ ანალიზი ჩაიტაროს, რათა დაამტკიცდეს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია. ამის შესახებ იური სუსლიაკმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ოკუპირებული აფხაზეთიდან „სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა.
სუსლიაკის თქმით, მას სჭირდება გარანტიები, რომ საქართველოში გადმოსვლის შემთხვევაში ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო არ დააკავებენ. მანვე აღნიშნა, რომ მზადაა, აფხაზეთში, „რაიმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ შეხვდეს ქართველ სამართალდამცავებს, რათა ანალიზისთვის ბიოლოგიური მასალა აიღონ.
„ჩემი ოჯახი ახლა მძიმე მდოგმარეობაშია, მეუღლე დაკავებულია, ბავშვები ბავშვთა სახლში, მათთან ურთიერთობის საშუალება არ მაქვს. ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, როდესაც გამოძიება დაიწყო, როდესაც გამოძიება ეჭვი გაუჩნდა ჩვენ ყვეალფერზე ვთანამშრომლობდით, წარავადგინეთ ყველა დოკუმენტი. ვფიქრობდით, რომ სადაც არ უნდა მოეთხოვათ საბუთების დადასტურება, ამერიკაში ან უკრაინაში, ყველგან დადასტურდებოდა და ამასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნებოდა. 26 რიცხვში როდესაც სასამართლო მოსმენა იყო, როდესაც ჩემს მეუღლეს თავისუფლების აღკვეთის ღონისძიება მიესაჯა და ის შვილებთან დააშორეს, მივხვდი რომ ვითარება არასამართლებრივი მიმართულებით მიდიოდა. ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ასეთი მკაცრი ეჭვები და შემზღუდვები წესდება.
როგორც მამას, მინდა ყველაფერი გავასაჯაროო, მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა პროკურორ თეა გიორგაძეზე. ვიცი, რომ ემოციურად ვსაუბრობ, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიაზრებ ,თუ რისი თქმა მინდა. 26 რიცხვში ძალიან საშინელი რამ მოხდა, სასამართლოს შემდეგ, პროკურორმა, ოფიციალურმა სახემ, რომლის ხელშიც საქართველოს სახელმწიფოს ძალაუფლებაა, მედიას განუცხადა, რომ პროკურატურას აქვს დოკუმენტი, მტკიცებულება, რომელიც მიღებულია საზღვარგარეთიდან და ადასტურებს ბავშვის გაყიდვის ფაქტს. მისი თქმით, ეს დოკუმენტი საფუძველი გახდა ბრალდება წაეყენებინათ, ეს საშინელი სიცრუეა, ვინაიდან ასეთი საბუთი პროკურატურას არ გააჩნია. მან ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს ბავშვის გარდაცვლაების მოწმობა, და რომ ადვოკატმა მხოლოდ ქსეროაქლი წარადგინა, ესეც დიდი სიცრუეა. როდესაც ის ამას ამბობა პროკურორი განზრახ იტყუებოდა და ცილს გვწამებდა. ამის შემდეგ მას მედიაში გავრცელდა შეტყობინებები როგორც დადასტურებული ფაქტები, რაზე პროკურორმა ისაუბრა ბავშვის გაყიდვის და გარდაცვლაების მოწმობის სიყალბის შესახებ. რა ჰქვია ამას? ერთ-ერთმა “დიდმა” ადამიანი, ჩემი აზრით, სულიერმა მასწავლებელმა, თეა გიორგაძეს უთხრა – რაც უფრო საშინელია სიცრუე მით უფრო დაიჯერება ის. ალბათ ყველამ ვიცით ვიზეც ვსაუბრობ- ეს ადოლფ ჰიტლერია. ის თავხედი არსებაა, მატყუარა არსებაა, ფიურერი კაბაში. ის ცილს გვწამებს და მე ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. მზად ვარ, რომ სასამართლოში ვიჩივლო ღირსების დასაცავად, მე დავატკიცებ, რომ ის იტყუება. მოვუწოდებ მთავრობას და მედიას არ დაუჯეროთ იმ საშინელ პროპაგანდას, რომელიც პროკურორის მხრიდან მოდის, გაერკვიეთ რა ხდება სინამდვილეში. მე მზად ვარ თანამშრობლობისთვის და ღია ვარ ყველასთვის”- განაცხადა სუსლიაკმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული იულია სუსლიაკი დააკავა.25 აპრილს ბრალდებული ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში, 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე, ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც, ბავშვებთან ერთად, რამდენიმე დღე იმყოფებოდა.
საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღნიშნულმა პირმა მიიქცია სამართალდამცველების ყურადღება და პოლიციამ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ი.ს.-ს შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც, გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკევების გადაწყვეტილება.
მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, ირკვევა, რომ ი.ს. შესაძლოა, არ არის მცირეწლოვანი ბავშვების დედა. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან”, – აცხადებენ შსს-ში.