იაპონიის ახალი იმპერატორი პრინცი ნარუჰიტო გახდა
იაპონიის მემკვიდრეობით პრინცი ნარუჰიტო ქვეყნის იმპერატორი გახდა. ამასთან ერთად, იაპონიაში რეივას ეპოქის პირველი წელი დაიწყო (“არაჩვეულებრივი ჰარმონია”), ასე სახელდება ახალი მონარქის მმართველობის ეპოქა. აღნიშნული სისტემა ქვეყანაში გამოიყენება წელთაღრიცხვისთვის საერთაშორისოდ მიღებული წესის პარალელურად.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 აპრილს, 85 წლის იმპერატორმა ოფიციალური ნებართვა მიიღო ტახტზე უარის თქმისთვის მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ აღარ შეუძლია ამ როლის შესრულება ასაკისა და ჯანმრთელობიდან გამომდინარე. იმპერატორი იაპონიაში არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას, მაგრამ, კონსტიტუციის თანახმად, ის ერის ერთიანობის სიმბოლოა.