მაკდონალდსის თანამშრომელი ჰეროინს ,,ჰეფი მილით’’ ყიდდა
პიტსბურგის პოლიციამ სწრაფი კვების ობიექტის მაკდონალდსის თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალად ჰეროინით ვაჭრობა ედება,- ამის შესახებ ” ასოშიეიტიდ პრესი” წერს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის შანია დენისი, ბავშვების სადილ ,,ჰეფი მილთან’’ ერთად, კლიენტებს ჰეროინსაც უდებდა.
ის ჰეროინს ,,ფრის’’ ყუთში მალავდა. ჰეროინის შესაძენად აუცილებელი იყო შეკვეთა ავტომობილით მომსახურებისთვის განკუთვნილი ფანჯრიდან მიეცათ და სათამაშო ,,ჰეფი მილი’’ ეთხოვათ. ამის შემდეგ მყიდველი ჰეროინის ფულს იხდიდა და ბავშვების სადილ ,,ჰეფი მილს’’ ჰეროინთან ერთად იღებდა. შანია დენისი დააპატიმრეს და მას ათი დოზა ჰეროინი აღმოუჩინეს.