არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა-ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტია
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა. არჩევნების მეორე ტურში ვლადიმერ ზელენსკიმ ხმების 73,22% მოაგროვა და ის ოფიციალურად დაინიშნა უკრაინის პრეზიდენტად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Интерфакс-ი ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 21 აპრილს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა – პეტრო პოროშენკომ მეორე ტურში ხმების 24,45 % მოაგროვა.