სალომე სამადაშვილი: სამწუხაროდ, ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, “ნაცმოძრაობა” არცერთ ღონისძიებაზე არის მიწვეული
“სამწუხაროდ, პარლამენტის ხელმძღვანელობამ საჭიროდ არ მიიჩნია ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მონაწილეობა იმ მიზეზითა და საბაბით, რომ საპარლამენტო კვოტების გადანაწილების შედეგად წარმომადგენელი არ გვყავს ევროსაბჭოს დელეგაციაში”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არცერთ ღონისძიებაში არის ჩართული რომელიც დაიგეგმა ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში.
“სამწუხაროდ, პარლამენტის ხელმძღვანელობამ საჭიროდ არ მიიჩნია ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მონაწილეობა იმ მიზეზითა და საბაბით, რომ საპარლამენტო კვოტების გადანაწილების შედეგად წარმომადგენელი არ გვყავს ევროსაბჭოს დელეგაციაში. მიწვეული არ ვყოფილვართ არცერთ ღონისძიებაზე, რომელიც ამ ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა. ეს არის მცდელობა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მთავარი ოპოზიციური ძალის მარგინალიზება მოხდეს, რაც იმ სტანდარტების დარღვევაა, რასაც ქვეყანას ევროსაბჭო უყენებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავის აღსანიშნავად იმყოფება.