ფოტოგამოფენა – „გარდამავალი ნარატივი“ გაიმართება

4-8 მაისის ჩათვლით, თბილისის საკრებულოს შენობაში, ფოტოგამოფენა – „გარდამავალი ნარატივი“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში გაიმართება. კურატორები არიან: დათა პატატიშვილი, საბა გორგოძე; პროექტის მენეჯერი: ნინო-ანა სამხარაძე; ავტორები: საბა გორგოძე, დათა პატატიშვილი, ვახო ხეთაგური, გიორგი შენგელია, გელა შეყელაძე, ნიკოლოზ თაბუკაშვილი, ანნა ყაჭეიშვილი, ბექა ჯავახიშვილი.
GAMMA Images ქართული ონლაინ ფოტოგალერეაა. ის აერთიანებს სხვადასხვა მიმდინარეობის ფოტოგრაფებს. მისი პრეზენტაცია შედგება „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში. მისი მიზანია ქართული ფოტოხელოვნების პოპულარიზაცია, რომ ამავე პლატფორმის საშუალებით, ხელოვანებს საკუთარი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენისა და ინტერაქციის შესაძლებლობა მიეცეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი თანამედროვე ქართველ ფოტოგრაფებს ეკუთვნით. ექსპოზიციის სპეციფიკა კონცენტრირებულია დაკვირვებაზე, თუ როგორ ვითარდება ქართული ფოტოხელოვნება და ქრონოლოგიურად რა ჭრილში იცვლება მისი შინაარსი — როგორც ვიზუალურად, ისე კონცეპტუალურად.
დასწრება თავისუფალია.

მისამართი: თბილისის საკრებულოს სარდაფი, ტაბიძის ქ N2.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები