„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელს ხვდებიან

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის პარტნიორობის დირექტორატის გენერალური დირექტორს, თომას მაიერ ჰართინგს ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა არჩევნები და დემოკრატია იქნება.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნაც განიხილება.
„მთავარი თემა, რაც ევროკავშირის მხრიდან იყო მოთხოვნილი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და იმ ცვლილებებს უკავშირდება, რა უნდა გაკეთდეს გავლილი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, 2020 წლის არჩევნების ნორმალურად ჩასატარებლად. ამიტომ ბუნებრივია, შიდა დემოკრატია და არჩევნები მთავარი თემა იქნება. ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, მათ შორის, ჩვენი პარტიის მთავარი ხედვაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს. ნაბიჯ-ნაბიჯ, სექტორულად მივიწევდეთ ევროკავშირთან ყოველწლიურად. ამიტომ საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციის გაღრმავება ჩვენგან ძალიან მნიშვნელოვანი თემა იქნება“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები