ტყვიავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

შვიდი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში.

დაშავებულთა ნაწილი გორის ჰოსპიტალში, ნაწილი კი „გორმედში“ გადაიყვანეს. მძიმეა 21 წლის დაშავებული გოგონას მდგომარეობა, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარბა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები