არტაშ ტარუმიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

2 მაისს, 18:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ “მუზაში”, არტაშ ტარუმიანის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა საქართველოს მხატვართა კავშირის ხელშეწყობით ეწყობა.
არტაშ ტარუმიანი დაიბადა 1940 წელს ერევანში. უმაღლესი პროფესიული სამხატვრო განათლება მიიღო 1970 წელს. თავისი შემოქმედებითი სამყარო განავითარა შვეიცარიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, არგენტინაში და ა.შ. მოგზაურობით. ხანგრძლივ კვლევებს ატარებდა პარიზში, პომპიდუს ცენტრში. მან წლების განმავლობაში შეიმუშავა მისთვის დამახასიათებელი მხატვრული სტილი, გრაფიკული და დეკორატიული განსაკუთრებული ტექნიკის გამოყენებით.
არტაშ ტარუმიანი  საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები