ლილიან მორი პასკიე დელეგატებთან ერთად ოძისში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე დელეგატებთან ერთად ვიზიტის ფარგლებში სოფელ ოძისში ჩავიდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანშიც იმყოფებოდა, სადაც დევნილთა დასახლება მოინახულა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა შიდა ქართლი უკომენტაროდ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები