უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება

უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. შეტაკებები ამჯერად კრამატორსკსა და სლავიანსკში მიმდინარეობს. სეპარატისტებმა ეროვნული გვარდიის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის უკრაინის არმიის გენერალი. კვლავ არეულობაა დონეცკშიც. დაჯგუფება “ვოსტოკის” წევრებმა საქალაქო საბჭოს შენობიდან ეროვნული არმიის მებრძოლების გაძევება მოახერხეს. უკრაინის მოვლენებს ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატები. თეთრი სახლი მდგომარეობის დაძაბვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები