„ქოლგა თბილისი ფოტო 2019“ – ფოტოკვირეულის გახსნისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

 3 მაისს, 18:00 საათზე, „ქოლგა თბილისი ფოტო 2019“-ის ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება დოკუმენტურ, რეპორტაჟულ და კონცეპტუალურ ნომინაციებში გასული სხვადასხვა პროექტის გამოფენა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, იმავე დღეს, 20.00 საათზე, ყოფილი საბაგიროს ქვედა სადგურში ერთი კადრის და პორტრეტის კატეგორიაში გასული ფოტოების ჩვენება მოეწყობა. აქვე გაიმართება ამ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
მუსიკალური მასპინძელი: The BearFox.
„ქოლგა თბილისი ფოტო 2019“-ს წარმოადგენს „თი-ბი-სი ბანკი“.
სპონსორები: სავაჭრო ცენტრი თბილისი ცენტრალი და კომპანია „ნიკონი“.
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ფოტოკვირეულის გახსნისა და დაჯილდოების ცერემონიალის მასპინძელია: მთაწმინდის პარკი;
მედიაპარტნიორები: „რუსთავი 2“, „არტარეა“, რადიო „კომერსანტი“, ჟურნალი „ნეშენალ ჯეოგრაფიკი“ და AT.ge.
ფოტოკვირეული თანადაფინანსებულია სსიპ “შემოქმედებითი საქართველოს” მიერ, რომლის მისიაც შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
მისამართი: ყოფილი საბაგიროს ქვედა სადგური, რუსთაველის გამზირი 52.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები