„ვენეციური ამბები“ – გრაციანო არიჩის ფოტოგამოფენა გაიხსნება

5 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში,  გრაციანო არიჩის ფოტოგამოფენა – „ვენეციური ამბები“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა ხორციელდება „შემოქმედებით საქართველოსა“ და  საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით; კურატორი – თინა შელჰორნი.
ვენეციელი ფოტოგრაფი, გრაციანო არიჩი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფოტოდოკუმენტალისტი და იტალიური კულტურის არქივარიუსია. 2012 წელს ის იყო პირველი ფოტოგრაფი, რომელიც პრესტიჟული კულტურული საზოგადოების, ატანეო ვენეტოს წევრად აირჩიეს, რომელიც ვენეციაში უკანასკნელი 200 წლის მანძილზე არსებობს. ის ბევრს მოგზაურობს და ფირზე აღბეჭდა ევროპის  მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები. 1989 წელს ბერლინში აღმოჩნდა მაშინ, როდესაც კედელი დაანგრიეს, ხოლო 1994 წელს მის ფოტოობიექტივში მოექცა ის ცვლილებები, რომლებიც აღმოსავლეთ გერმანიის მნიშვნელოვან სახელოვნებო ცენტრებში ხდებოდა. 1995-96 წლებში ბოსნიასა და ხორვატიაში იმოგზაურა და დაამტკიცა, რომ კულტურა და კინო კვლავ ცოცხლობს, თუნდაც ომის პირობებში.
გამოფენა „ვენეციური ამბები“ არიჩის მშობლიურ ქალაქს ეძღვნება და წარმოგვიდგენს გლამურის და ვარსკვლავების, ხელოვნებისა და კულტურის სამყაროს ამ ულამაზეს ქალაქში; ასევე, ქალაქის მემკვიდრეობის დაცვის თანამშრომლების ყოველდღიურ ცხოვრებას და პრობლემებს და გარემოს განადგურებას.

დასწრება გახსნის დღეს უფასოა.
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი. ქარვასლა, სიონის ქ. 8

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები