ოპერის თეატრის სცენაზე ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა” დაიდგმება

2 მაისს, 20:00 საათზე,  თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა” დაიდგმება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრიდან აცნობეს, მეცხრამეტე საუკუნის რომანტიკული პარიზი, გლამური, სიყვარული, თავგანწირვა და სიკვდილი – „ტრავიატა“ თბილისის ოპერაში ბრუნდება.
ჯუზეპე ვერდიმ ოთხმოქმედებიანი ოპერა ალექსანდრე დიუმა-შვილის რომანის მიხედვით „ქალი კამელიებით“ შექმნა. „ტრავიატას” მოსმენის შემდეგ ალექსანდრე დიუმა-შვილმა თქვა: „ორმოცდაათი წლის შემდეგ არავის ემახსოვრება ჩემი „ქალი კამელიებით“, ვერდიმ კი ის უკვდავყო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები