ფოლკლორის ცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტის ავტორები ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ,,შენი ფოლკლორული იდეა“ ფარგლებში ხუთი გამარჯვებული პროექტის ავტორები: თორნიკე სხიერელი, გიორგი მაჭარაშვილი, მარიამ ხაჩიძე, გიორგი კრავეიშვილი და ნინო რაზმაძე ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ.
სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი ხასიათის პროექტებზე პრიორიტეტი მიენიჭა რეგიონებში არსებული შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდების მიერ ადგილობრივი, მივიწყებული ფოლკლორული ნიმუშების მოძიებას, დაფიქსირებასა და შესრულებას.
პროექტების თემატიკა ეხება რაჭის, თუშეთის, სამეგრელოს, თურქეთში მცხოვრები ქართველების და ა. შ. ფოლკლორის სხვადასხვა მიმართულებას.
სამეცნიერო და შემოქმედებით პროექტებზე განაცხადების მიღება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 15 თებერვალს გამოაცხადა და 15 მარტამდე გაგრძელდა. გამარჯვებული პროექტები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.
კონკურსი განხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები