ნათია მეზვრიშვილი: აბსოლუტურად ყველა ქმედება, რაც პანკისის ხეობაში პოლიციამ განახორციელა, იყო კანონის ჩარჩოებში

„აბსოლუტურად ყველა ქმედება, რაც პანკისის ხეობაში პოლიციამ განახორციელა, იყო კანონის ჩარჩოებში“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს იმ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა, რაც რამდენიმე დღის წინ პანკისში ჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა.
მისივე განმარტებით, მოქალაქეები კანონის ფარგლებს გარეთ მოქმედებდნენ.
“პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას. რაც შეეხება ფორმალურ და სამართლებრივ პროცედურებს – ეს პროცესი მიმდინარეობს. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს, კანონის შესაბამისად. როგორც კი რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საზოგადოებას ამის შესახებ აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას. საუბრებია იმის შესახებ, რომ იქ პოლიციამ რაღაცას გადაამეტა, რომ, თურმე, პოლიციას იარაღი არ უნდა ჰქონოდა, რეზინის ტყვიები არ უნდა გამოეყენებინა. აბსოლუტურად ყველა ქმედება, რაც იქ პოლიციამ განახორციელა, იყო კანონის ჩარჩოებში. მოქალაქეების ქმედებები, იურიდიული შეფასებით, რა თქმა უნდა, იყო კანონის ფარგლებიდან გასული. ამაზე კითხვები არც უნდა არსებობდეს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები