“შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის შეფასება საყვედურია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ელჩის შეფასება საყვედურია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მართული სასამართლოს სახით დააყენა და ამას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით აქვს აღებული“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
“ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, რადგანაც იგი უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ, რადგან არ მოხდა ადეკვატურად და სრულად იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ეუთო-მ და ვენეციის კომისიამ გასცა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიექცევა ყურადღება. აუცილებელია, პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში მივიღოთ ის მოსამართლეები, ვისაც ექნება საჯარო და მაღალი ნდობა“, – განაცხადა როს უილსონმა.