ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, რომელიც პირველად ჩავიდა რუსეთში, იმედოვნებს, რომ მისი ვიზიტი სასარგებლო და წარმატებული იქნება; რომ, ასევე, მოახერხებს ვლადიმერ პუტინთან დარეგულირების საკითხების განხილვასა და ორმხრივი ურთიერთობების გამყარებას.
“ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი წარმატებული და სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების დროს პატივცემულ პრეზიდენტთან მე შევძლებ, კონკრეტულად განვიხილო კორეული ნახევარკუნძულის საკითხების დარეგულირება და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარება”, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა ტელეარხ Россия-24-თან ინტერვიუში.