“კოლექტიური დოლიძეები, ჯანეზაშვილები, სალაძეები და ა.შ. სრულ აგონიაში და ისტერიკაში არიან, მათი უზნეობა პიკს აღწევს”

“ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, შექმნან საზოგადოებაში არაჯანსაღი, მტრული დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, თუმცა ავიწყდებათ, რომ მათ არ გააჩნიათ საზოგადოებაში არანაირი ნდობა და საზოგადოებას არ სჯერა მათი”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
მეთოფიშვილი ანა დოლიძესა და მის თანამოაზრეებს აკრიტიკებს.
“პოლიტიზირებული კოლექტიური დოლიძეები, ჯანეზაშვილები, სალაძეები და ა.შ. სრულ აგონიაში და ისტერიკაში არიან! მათი უზნეობა პიკს აღწევს! დოლიძემ, საერთოდ, სახე დაკარგა! გუშინ დოლიძე იმ შეხვედრაზე იყო, რომლის თაობაზე წინა პოსტი დავწერე და ბორჯომიდან განაცხადა, რომ “ფაქტობრივად, იუსტიციის სკოლა აწარმოებს ჯარისკაცებს “კლანის” შემადგენლობისთვის”.
წარმოიდგინეთ, რამდენს ბედავს! ეს ხომ სასამართლო სისტემის ამაზრზენი და ბინძური შეურაცხყოფაა! იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და მისი დამოუკიდებელი საბჭოს (ბორდის) შეურაცხყოფაა! განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდა მოსამართლეების შეურაცხყოფაა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დაინიშნენ!!! აქედან უმეტესობას არც კი ვიცნობდი დანიშვნამდე!
როგორ ფიქრობთ, დოლიძე, რომელიც ბედავს და ახლადდანიშნულ ნიჭიერ, კეთილსინდისიერ და მიუკერძოებელ ახალგაზრდა მოსამართლეებსაც კი ასე დაუსაბუთებლად, უსაფუძვლოდ და თავხედურად ესვრის ტალახს, რამეს სასიკეთოს გააკეთებს სასამართლო სისტემისათვის? ფაქტობრივად, ეს არის მტერი მთელი სასამართლო სისტემისა!
რამდენი ხანია, საბჭოს წევრია და არაფერი გაუკეთებია, ლანძღვის გარდა!
რისთვის იღებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ტოლფას ხელფასს? დამეთანხმეთ, რომ ის სიბინძურე, რასაც დოლიძე აკეთებს, ძალიან შორს არის ჯანსაღი კრიტიკისაგან!

აღარაფერს ერიდებიან!!! სიცრუე, მოსამართლეების შეურაცხყოფა და დაშინება, ძალადობისკენ მოწოდება, ბინძური ჭორების შეგროვება და გავრცელება, ფეიკკვლევების შექმნა და ყალბი ინფორმაციის ტირაჟირება, ბინძური და უზნეო ვიდეო რგოლების შექმნა და გავრცელება და ა.შ. … ეს არის კაპიტანი გიგაურის, კოლექტიური ჯანეზაშვილების, დოლიძეების, სალაძეებისა და მათნაირი პოლიტიკოსების სასამართლოზე თავდასხმის მეთოდები და ტაქტიკა!
მე ვფიქრობ, ეს, ერთი მხრივ, გახდა ძალიან სამარცხვინო, თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება კარგიც იყოს, ვინაიდან ამ ფარისევლებმა ჩვენ საზოგადოებას ბოლომდე აჩვენეს თავიანთი რეალური სახეები და ის, თუ როგორი სახიფათო და საშინლად ბინძური თავდასხმის მეთოდები აქვთ!!!
ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ისინი ცდილობენ, შექმნან საზოგადოებაში არაჯანსაღი, მტრული დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ. თუმცა, ავიწყდებათ, რომ მათ არ გააჩნიათ საზოგადოებაში არანაირი ნდობა და საზოგადოებას არ სჯერა მათი!!!
ისინი არიან ცრუ, მატყუარა ხალხი! ყველაზე სახიფათო და საშიშია, რომ მატყუარა ადამიანები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ ნიღბები მათ სახეებზე!
და ბოლოს, მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს, ახლადდანიშნულ ახალგაზრდა მოსამართლეებსა და საზოგადოებას: ვამაყობ, რომ ასეთი ნიჭიერი, კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური მოსამართლეები გვყავს! ამ მოსამართლეებს უდიდესი წვლილი შეაქვთ სასამართლო სისტემის სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაში!
ამასთან, დარწმუნებით შემიძლია, ვუთხრა კოლექტიურ დოლიძეებს, ჯანეზაშვილებს, სალაძეებს, კაპიტან გიგაურსა და სხვა პოლიტიკოსებს – ვინც ამ ვერაგობასა და სიბუნძურეებს გეგმავს და ახორციელებს – არ გამოგივათ!!! იცოდეთ, თქვენი ბინძური თავდასხმების შედეგად ჯანსაღი, კეთილსინდისიერი, მიუკერძოებული, არაკორუმპირებული და კომპეტენტური სასამართლო სისტემა უფრო ერთიანი, უფრო ძლიერი და უფრო დამოუკიდებელი ხდება!!!”, – წერს სერგო მეთოფიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები