ირანულ ხალიჩებში 45 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს
გერმანიაში, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში, გერმანელმა სამართალდამცველებმა 45 კილო ჰეროინი ირანულ ხალიჩებში აღმოაჩინეს. მებაჟეებს ეჭვი ტვირთის სიმძიმის გამო გაუჩნდათ. სამართალდამცველებს ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ ჰყავთ, თუმცა გამოძიება უკვე ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო.
ჰეროინი სულ 9 ხალიჩაში იყო გადანაწილებული. როგორც გაირკვა, ჰეროინი მილების მსგავსი პაკეტებით ხალიჩაში იყო ჩაქსოვილი. ხალიჩები ირანიდან გამოგზავნეს. ისინი პოლონეთში, საფრანგეთში, ბელგიასა და კონგოში უნდა გადანაწილებულიყო.