პასუხის პასუხი – პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი 116-ე საჯარო სკოლის განცხადებას ეხმაურება

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი 116-ე საჯარო სკოლის განცხადებას პასუხობს. გაზეთ „ალიაში“ 12 აპრილს გამოქვეყნენდა სტატია: „116-ე სკოლის დირექტორმა სკოლის რემონტისთვის განკუთვნილი თანხით საკუთარი სახლი გაარემონტა(?!)“. გამოცემას განცხადებით უპასუხა სკოლის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნავდა, რომ სტატიაში მოყვანილი ყველა ფაქტი სიცრუეა და ეს სკოლის ყოფილი თანამშრომლის მხრიდან დირექტორის, სკოლისა და მისი პერსონალის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

სწორედ 116-ე სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ამ განცხადებას ეხმაურება პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი და მას “არაპროფესიონალურ განცხადებას” უწოდებს. ცენტრის განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„116-ე საჯარო სკოლის „ადმინისტრაციის“ არაპროფესიონალურ განცხადებასა და მის თავის მართლებას პირველივე წინადადებიდანვე ვუპაუხებთ: დისკრედიტაციას როგორ უნდა ვცდილობდეთ იმ სკოლისას, რომლის ადმინისტრაცია – ე.წ. დირექტორიც და მისი მოადგილეც, მათი შავ-ბენელი საქმიანობიდან, ისედაც ყელამდე ლაფში არიან ამოსვრილები. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი კი აქ არაფერ შუაშია. პედაგოგები ისედაც ღიად თუ ფარულად უპირისპირდებიან დირექციას და დირექციის პედაგოგებთან გაიგივება ერთგვარი გულუბრყვილო ფანდია.

116-ე საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებას მედიის საშუალებით ადრეც შევეხეთ. „ალიასთვის“ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის (შემდ. პსც.) ხელმძღვანელის მიერ მიცემულ ინტერვიუში, რომელზეც, სინამდვილეში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდ. სამინისტრო) გვცემს პასუხს და არა – სკოლა, მხოლოდ ორიოდე, ოღონდ საყურადღებო დეტალებზეა საუბარი, მათ შორისაა რემონტისა და მოსწავლეთა კონტიგენტის კლებაა. სად გაექცევა განათლების სამინისტრო და სკოლის ადმინისტრაცია იმ ფაქტს, რომ 2015 წლამდე, ყველა პარამეტრით ეს სკოლა ლიდერობდა დიდუბე ჩუღურეთში და ახლა ბოლო ადგილზეა. ე.წ. დირექტორი, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ საუბრობს პედაგოგების სახელით, ამ შეკითხვაზე არ გვცემს პასუხს. „ალიაში„ დაბეჭდილი ინფორმაციის მერე. განათლების სამინისტრომ ე.წ. დირექტორს, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში მოაწვევინა პედსაბჭო. ეს დარღვევაც მიუთითებს იმაზე, რომ ე.წ. დირექტორი „ზემოდან“ დაშვებით ერთპიროვნული მმათველია რადგან, პედსაბჭოს მოწვევის უფლება მას არ აქვს (ეს პედსაბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებაა) და არც პედსაბჭოა უფლებამოსილი, განიხილოს მსგავსი თემები. ჩვენი ინფორმაციით 116-ე საჯარო სკოლა შეამოწმა სამინისტროს აუდიტმა, მანვე გამოავლინა, რომ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა და ა.შ. შემდგომ , სად გააქრო ეს დასკვნა სამინისტრომ – ვერ გეტყვით. შესაძლოა, არც გაუქრია, მაგრამ, ფაქტია, რომ იქ, მომხდრს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. 116-ე საჯარო სკოლის ე.წ. ადმინისტრაცია კი გავრცელებულ განცხადებაში ამ კონკრეტულ ფაქტს საერთოდ არ ეხება და სულ სხვა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. ანუ ჩვენ სხვა რამეზე გვაქვს შეკითხვები, და ადმინისტრაცია სხვა დოკუმენტბზე გველაპარაკება. მაგალითად, მის გავრცელებულ განცხადებაში საუბარია სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს ან სხვა სახის ინფრასტურქტურულ პროექტებზე, გარემონტებულ საპირფარეშოებზე. ჩვენ კი შეკითხვებს ვსვამთ ვაუჩერულ თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე. რომელიც, სვარაუდოდ. „ჯიბისკენ“ წავიდა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლითაც სკოლის ადმინისტრაცია თავს იწონებს, ეს სულაც არაა მისი დამსახურება. თუმცა, სკოლის ადმინისტრაციის გავრცელებული განცხადება სხვას ამბობს და ფაქტები და ჩვენ მიერ გავრცელებული ფოტოები, რომლებსაც აქ გთავაზობთ – სხვას მეტყველებენ: არც ინფრასტრუქტურული კუთხითაა უკეთესობა, არანაირი ცვლილებაა განხორციელებული, საკლასო ოთახებისა და დერეფნების კედლები, იატაკი და ჭერი, სასკოლო ინვენტარი, სპორტული მოედანი კატასტროფულ მდგომარეობაშია. სკოლის მესამე სართულზე კი ასვლაც არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეთა მშობლების ინფორმაციით, მათგან აკრიფეს საკლასო ოთახების რემონტის თანხები.

ძალიან კომიკურია, ტრაგიკული რომ არ იყოს იმის თქმა, თითქოს პსც-ს ხელმძღვანელს სკოლის განვითარება აღიზიანებს. დიდი სპეციალისტიც არ ჭირდება იმის დანახვას, რაც ხდება ამ სკოლაში. რამდენჯერ მომხდარა ბულინგის, მოსწავლეზე ზეწოლაში მხილებული მასწავლებლის დაუსჯელობის, მოსწავლეთა შრომის ექსპლუატაციისა და სხვა შემთხვევები. ყველა მათგანზე ინფორმირებულია სამინისტრო და ისიც დუმს. ვინმე დილეტანტ ღაჭავას, (რომელსაც, სხვათა შორის, არ აქვს უფლება 4 წლის განმავლობაში ასრულებდეს დირექტორის მოვალეობას და ის არალეგიტიმური თვითმარქვია შეფია), სამინისტრო იმიტომ იწყნარებს, რომ ეს სკოლა წარმოადგენს ერთგვარ პლაცდარმს დიდი გარდატეხების დაწყებისთვის. სამინისტროში ფიქრობენ, რომ თუ ღაჭავას გაათავისუფლებენ, მაშინ ლეგიტიმური უფლებები დაუბრუნდება სანიკიძის მიერ უკანონოდ გათავისუფლებულ არაკომფორმისტ დირექტორს – დიმიტრი მეჭურჭლიშვილს, რომელიც თავის მხრივ ასევე ლეგიტიმურ ჩარჩოებში მოაქცევს პსც-ს ხელმძღვანელის, როგორც ამ სკოლის მასწავლებლის პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. ეს კი აშინებს სამინისტროს. მათ გონიათ, რომ ამგვარი მოვლენები დიდ რევოლუციას გაოიწვევს საგანმნათალებლო სისტემაში. აი, რატომ ითმენენ ღაჭავას და რატომ პატიობენ მას მძიმე გადაცდომებსაც კი, იმ დროს როდესაც, მაგალითად, ზუგდიდელ დირექტორს აგიტატორობაზე უარის თქმა სიცოცხლითაც კი აზღვევინეს.
იმასაც აღვნიშნავთ, რომ „ალიასთან“ ინტერვიუში 116-ე საჯარო სკოლის პრობლემები პსც-ს ხელმძღვანელმა განიხილა, არა როგორც სკოლის თანამშრომელმა, არამედ როგორც გაერთიანების ლიდერმა. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიკვლევთ და ვასაჯაროვებთ მსგავს პრობლემებს. წლების მანძილზე, თავს ვიკავებდით 116-ე საჯარო სკოლაში არსებული პრობლემების გამომზეურებიგან, რადგან პსც-ს ლიდერისთვის პირადი ინტერსში არ დაედოთ ბრალი. მაგრამ სკოლაში სიტაუციის გამძაფრება გვაიძულებს, რომ სამომავლოდ უფრო მასშტაბურად შევეხოთ 116-ე საჯარო სკოლის პრობლემატიკას და ვაიძულოთ ხელისუფლება სასწარაფოდ შეცვალოს მისი ხელმძღვანელობა. და ბოლოს, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც, ვითომ, სკოლა გვპასუხობს და სინამდვილეში ამას სამინისტრო აკეთებს, რომლის ნებართვის გარეშე, სკოლის ხელმძღვანელები პირს არ იბანენ. ასე რომ, სჯობს, სამინისტრომ ასეთი დირექტორები სახლში გაუშვას, ვიდრე ზურგს უკნიდან ხელი დააფაროს მათ უკანონობებს“, – ნათქვამია პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ სკოლის ადმინისტრაციამ “კვირას” ყველა ხარჯის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაციის ასლი მიაწოდა, რომელიც მოცემულია შემდეგ ბმულზე:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები