116-ე სკოლის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

116-ე სკოლის ადმინისტრაცია და თანამშრომლები გაზეთ „ალიაში“ 12 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიას – „116-ე სკოლის დირექტორმა სკოლის რემონტისთვის განკუთვნილი თანხით საკუთარი სახლი გაარემონტა(?!)“ განცხადებით ეხმაურებიან. აღნიშნულ განცხადებას კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„116-ე სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პედაგოგები ვამტკიცებთ, რომ სტატიაში მოყვანილი ყველა ფაქტი მტკნარი სიცრუეა და არა მხოლოდ დირექტორის, არამედ სკოლისა და მისი პერსონალის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად სკოლის ყოფილი თანამშრომლის მხრიდან. რეალობა შემდეგია:
• 2016 წლის ნოემბერში სკოლა დაფინანსდა გათბობის სისტემის სრული რეაბილიტაციისთვის. სკოლის ანგარიშზე ჩაირიცხა 50047,42 ლარი, ხელშეკრულება გაფორმდა 40962,00 ლარზე, შესრულებულმა სამუშაოებმა შეადგინა და მომწოდებლებს გადაერიცხათ 40504,00 ლარი (შეგიძლიათ, გადაამოწმოთ SPA.GE-ზე). დარჩენილი თანხა დაბრუნდა ბიუჯეტში.
• 2017 წელს სკოლა ჩასმული იყო ნაწილობრივ სარემონტო სამუშაოებში. განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი ხუთი სკოლის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად. ამ ხუთ სკოლაში იყო #116 სკოლაც. განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა სკოლის სველი წერტილებისა და ორი საკლასო ოთახის რეაბილიტაცია. თანხა სკოლის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. სკოლის დირექტორი და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი მხოლოდ აკონტროლებდნენ სამუშაოების შესრულების ხარისხს. წინა წლებში, მიუხედავად ადმინისტრაციის ძალისხმევისა, სკოლის მთელ შენობაში კანალიზაციის სუნი იგრძნობოდა. რემონტის შემდეგ, როდესაც მთლიანად შეიცვალა სისტემა, აღნიშნული პრობლემა მოგვარდა.
• იმავე წელს ისევ განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით (თანხა 3995,06 ლარი ჩაირიცხა სკოლის ანგარიშზე) გარემონტდა საექიმო კაბინეტი. სამუშაოები შეასრულა შპს „ნიუ ლაინ გრუპმა“. სარემონტო სამუშაოებზე დაიხარჯა 3798,74 ლარი, დარჩენილი თანხა – 196,32 ლარი დაბრუნდა ბიუჯეტში (შეგიძლიათ, გადაამოწმოთ SPA.GE-ზე).
• #116 საჯარო სკოლის დირექტორმა მოიძია სპონსორი კომპიუტერული კლასის სრული რეაბილიტაციის მიზნით. ა(ა)იპ „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდმა სკოლას გამოუყო გრანტი.
ეს ფაქტები გვაძლევს იმის დასკვნის საფუძველს, რომ სკოლის ყოფილ თანამშრომელს, უბრალოდ, აღიზიანებს სკოლის განვითარება და მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებების ტირაჟირებითა და მედიის შეცდომაში შეყვანით ცდილობს სკოლის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების დისკრედიტაციას“,- ნათქვამია განცხადებაში.

116-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა „კვირას“ სარემონტო სამუშაოების დანახარჯების ამსახველი ოფიციალური დოკუმენტაციის ასლები მიაწოდეს. მათი განცხადებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს ხარჯების მიზანშეწონილობასა და კანონიერებასთან დაკავშირებით ამ დოკუმენტაციას გაეცნოს.

იხილეთ 116-ე სკოლის ფინანსური დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

შესრულებული სამუშაოების შეფასება-ინსპექტირების ანგარიში:

ხელშეკრულება N45:

ხელშეკრულება N53:

დასკვა:

შესრულებული სამუშაოს აქტი:

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ:

დასკვნა:

დასკვნა:

შენობის მოწყობის სამუშაოები:

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები