ლევან იზორია: სამხედრო გემების ვიზიტები რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, დინამიკა, ამერიკასთან და ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებთან, სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით უპრეცედენტოა. მისივე განცხადებით, სამხედრო გემების ვიზიტები რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება.
„როდესაც დაცულობის მაღალ ხარისხზე ვსაუბრობ, მათ შორის სამხედრო კომპონენტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. დინამიკა, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით წელს, როგორც ამერიკასთან ასევე ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებთან, არის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით უპრეცენდენტო, კერძოდ ეს არის რიგით მეორე სამხედრო ხომალდი. ერთი კვირის წინ ვმასპინძლობდით ნატო-ს ოთხ სამხედრო ხომალდს. ვიზიტები წლის განმავლობაში გაგრძელდება. მიუხედავად რუსეთის რეაქციისა, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ აღნიშნული სამხედრო თანამშრომლობა, სამხედრო გემების ვიზიტები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის განმტკიცებას რეგიონში“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები