საქართველოს პარლამენტი „აჩუქე წიგნის” აქციაში ჩაერთო

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამეტის წევრების სახელით, იუსტიციის სამინისტროს N8 პენიტენციალურ დაწესებულებას, საჩუქრად წიგნები გადასცა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ინიცირებული აქციის „აჩუქე წიგნის“ ფარგლებში წარიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან, სასჯელის აღსრულების პროცესში, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია განსაკუთრებული კომპონენტია. ისეთ სულიერ საზრდოს, როგორიც არის წიგნი და ბიბლიოთეკები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს, დიდი წვლილი შეაქვთ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესში. ამ აქციის ფარგლებში ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, პარლამენტის სახელით, პენიტენციური დაწესებულებისთვის სხვადასხვა გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი წიგნების გადაცემა მომხდარიყო“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
საქველმოქმედო აქციაში ჩართვისა და პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემისთვის იუსტიციის მინისტმა პარლამენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ინიცირებულ აქციაში მყისიერად ჩაერთო და პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკა სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებით შეავსო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები