ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტი ”წერილები ფრონტიდან” გრძელდება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 101 წლისთავთან დაკავშირებით, პროექტს „წერილები ფრონტიდან” აგრძელებს.
„მივმართავთ ყველას, ვის ოჯახშიც დღემდე შემორჩა ფრონტის წინა ხაზიდან გამოგზავნილი წერილები, ბარათები, რომლებშიც აღწერილია ომის ამბები, ასევე, მისალოცები და ფოტოები. ეს წერილები, თუ ბარათები, ყველაზე ნათლად გადმოსცემენ ჯარისკაცის ემოციებს, ომში განცდილ ტკივილს, თუ სიხარულს, ოჯახის, საყვარელი ადამიანების მონატრებასა თუ თანამებრძოლების ცხოვრებას ფრონტის წინა ხაზზე.
მივიღებთ როგორც ამ წერილებისა თუ ბარათების დედნებს, ასევე – ასლებს მათი ავტორების ფოტოებთან ერთად. ვგეგმავთ, რომ შეგროვებული მასალა ერთ წიგნად გამოვცეთ სახელწოდებით: „წერილები ფრონტიდან”. ასევე, სურვილი გვაქვს, ეს წერილები წარმოდგენილი იყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოწყობილ მუდმივმოქმედ ფოტოგამოფენაზე. გთხოვთ, მასალები მოგვაწოდოთ 2019 წლის 24 მაისამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სამსახურის ცხელ ხაზზე: 248 26 16“,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები