თამარ ჩერგოლეიშვილი: გილოცავთ, რომ არ გვეხოცებიან ტყვიისგან ბავშვები

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში ტყვიის შემცველობის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ცოტა გადარბენა მაქვს და სწრაფად ვიტყვი, რომ მკურნალობა ტყვიაზე არ ინიშნება 45 მიკროგრამამდე. ჩვენთან 16 პროცენტს აქვს 10 მიკროგრამი და მეტი, დანარჩენს – უფრო ნაკლები. საგანგაშოსთან ახლოსაც კი არ ჩაუვლია შედეგს.
გილოცავთ, რომ არ გვეხოცებიან ტყვიისგან ბავშვები. ვწუხვარ მათ გამო, ვისაც განგაშის ზარი სახეზე შეახმა.
P.S. იმათ აღარაფერი ეშველებათ, ვინც თავში მაინც ხელს იშენს“, – წერს ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს.
სპეციალისტები, ამჯერად, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ზესტაფონში #7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯები აიღეს. ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით განხორციელდა. აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის კი გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა და მიღებული შედეგები უახლოეს დღეებში ეცნობება საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები